ჩვენს შესახებ – ირაო

სადაზღვევო კომპანია ირაო 2004 წელს დაარსდა საქართველოში. ირაო ორიენტირებულია, როგორც საცალო ასევე კორპორატიულ კლიენტებზე, რომლებსაც სთავაზობს ავტოტრანსპორტის, ჯანმრთელობის, ქონების, სამოგზაურო და მრავალი სხვა დაზღვევის პროდუქტების სახეობებს, ფინანსური უსაფრთხოების მაღალ გარანტიებზე დაყრდნობით. ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია 215 ადამიანი.

2007 წლიდან ირაოს აქციების 100 % მფოლებელია ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის წამყვანი ვენის სადაზღვევო ჯგუფი (Vienna Insurance Group VIG), რომელიც წარმოადგენს ორ საუკუნოვანი ისტორიის მქონე ავსტრიის, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ლიდერ სადაზღვევო ჯგუფს.დღესდღეობით ვენის სადაზღვევო ჯგუფის მომხმარებელთა რაოდენობა 180 მილიონს, თანამშრომელთა კი 23 000 ადამიანს აღწევს. 2012 წელს, ვენის სადაზღვევო ჯგუფის ფინანსურმა მაჩვენებლებმა თავის კორპორატიულ ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ჯგუფის მიერ მოზიდული პრემიის ოდენობამ 9% ზრდის მაჩვენებლით - 9.7 მილიარდი ევრო შეადგინა, ხოლო მთლიანი აქტივების ღირებულებამ 42 მილიარდი ევრო. ვენის სადაზღვევო ჯგუფს "Standard & Poor's"-ის მიერ "A+" ფინანსური სტაბილურობის რეიტინგი აქვს მინიჭებული.